ენერგეტიკული კომპანია შპს „სპეცენერგორემონტი“ დაარსდა 2002 წელს. „სპეცენერგორემონტი“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებით, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოს ენერგოობიექტებზე სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების წარმოების დიდი გამოცდილება. მათი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით წლების განმავლობაში სრულდებოდა ჰიდროაგრეგატების, ტურბინების, გენერატორების, მაღალი ძაბვის გამთიშველების და სააკუმულატორო ბატარეების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობა-გაშვების სამუშაოები ქართული ენერგეტიკის ამჟამად მოქმედ თითქმის ყველა ობიექტზე.
„სპეცენერგორემონტი” ნაყოფიერად თანამშრომლობს ისეთ უცხოურ კომპანიებთან, როგორებიცაა: იტალიური Ansaldo Energia, რუსული Элиттехнострой, ბულგარული VAPTECH, ჩეხური ZAT, გერმანული DSD NOELL GmbH და Rexroth Bosch Group.
